ბათუმში საარჩენო საკითხებზე შეხვედრა...

svdw

ბათუმში საარჩენო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 26/09/2017

22-24 სექტემბერს ბათუმში, რაიონული, საქალაქო, სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებისა და უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან  და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ჯერომ ლეღომ და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველმა სამართლის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფმა გახსნეს.

,,საარჩევნო პროცედურების უკეთ წარმართვის მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ. საარჩევნო დავების ადმინისტრირების მიმართულებით საერთო სასამართლოების როლი არის უმნიშვნელოვანესი და სასამართლოების ზედამხედველობის ფუნქციის შესრულება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ეს არის საწინდარი წარმატებული არჩევნების ჩასატარებლად. ამდენად, კოორდინაცია ცესკოსა და საერთო სასამართლოების სისტემას შორის ამ ეტაპზე, არჩევნების წინა პერიოდში, არის განსაკუთრებული როლის მატარებელი“, -აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

,,დღევანდელი შეხვედრა ცესკოსა და უზენაეს სასამართლოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს როლი ცალსახად არის ის, რომ ჩვენ მოსამართლეებს გავაცნოთ მხოლოდ ის საკანონმდებლო ჩარჩო, და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედია და მუშაობს ამ არჩევნებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა იქნება ძალიან შედეგიანი“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის გახსნისას.

სამდღიან შეხვედრაზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პრაქტიკა მიმოიხილეს ექსპერტებმა შვეიცარიის ფედერალური სასამართლოდან, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოდან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან.

სამუშაო შეხვედრა  ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ერთად განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოში საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების თანადაფინანსებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi