ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე...

efgss

ბათუმი საარჩევნო დავების საკითხებზე კონფერენციას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია: 21/09/2017

22-24 სექტემბერს,  სასტუმრო ,,რედისონ ბლუ  ბათუმში“,  საარჩევნო დავების საკითხებზე სემინარი გაიმართება, რომელიც ტარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა  და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორგანიზებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოში საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების თანადაფინანსებით.

კონფერენციას სიტყვით მიმართავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი გაელ მარტინ-მიკალეფი და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჟერომ ლეღო.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეების/ცვლილებების, ცენტრალური სარჩევნო კომისიის დადგენილებების განხილვა,,  რომელსაც წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი. სემინარზე ევროპულ სამართლებრივ სისტემაში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მოსამართლის თემაზე, კერძოდ საფრანგეთის მოსამართლეთა როლის განხილვაზე საარჩევნო დავებთან მიმართებაში: მოსამართლის უფლებამოსილებაზე და საარჩევნო დავების სფეროზე, შვეიცარიის მოსამართლეთა როლის განხილვაზე საარჩევნო დავებთან მიმართებაში, კერძო და საჯარო იურიდიული პირების მიერ შემოწირულობათა კანონიერობისა და აკრძალვების საკითხებზე მომუშავე მოსამართლის შესახებ, ისაუბრებენ მომხსენებლები: რიშარ გევონტიანი, ქრისტიან გეიზერი, ივ დუტრიო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მოსამართელეთა შესახებ ბელგიაში: ამომრჩევლები, საარჩევნო კამპანია და საარჩევნო ოპერაციები, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მოსამართლის უფლებამოსილებაზე საფრანგეთში: უფლებამოსილების და კონტროლის არეალი, #1 დამატებითი ოქმის მესამე მუხლის მიმოხილვა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი თავისუფალი არჩევნების უფლებასა და შიდა საარჩევნო საჩივრების განხილვაზე  ინფორმაციას წარმოადგენენ ფრანცის დელპერე, ივ გუნა და ვუგარ ფატალიევი. სემინარზე საარჩევნო კანონმდებლობის განხილვაზე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნუგზარ სხირტლაძე, და მაია ვაჩაძე.

სემინარის მონაწილეები მუშაობას 24 სექტემბერს დაასრულებენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi