საქართველოს უზენაესმა სასამართლომ...

uzenaesi

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 05/01/2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლითაც ერთმანეთისგან განასხვავა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები.

პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად,  დ. თ-ა რუსთავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, 2008 წლის დეკემბერში, მან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა 0,1216 გრამი ნარკოტიკული საშუალება _ „კანაფის ფისის“ შემცველი მომწვანო-მოყავისფრო 1,15 გრამი მყარი ნივთიერება, რის შემდეგაც თურქეთის რესპუბლიკიდან გამოემგზავრა საქართველოში და წამოიღო მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დასახელებული ნარკოტიკული საშუალება. 2008 წლის 28 დეკემბერს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტ „სარფის“ გავლით მან გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც იგი დააკავეს, ხოლო ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ქურთუკის ზედა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ხსენებული ნარკოტიკული საშუალება.

საკასაციო პალატამ გაიზიარა რა ქვემდგომი სასამართლოების შეფასება ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ნაწილში, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში არასწორად იყო დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის `ე~ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).

პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს არა ამ მუხლით, არამედ ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ე~ ქვეპუნქტით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 260-ე მუხლის მეორე ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, როგორც არაერთგზის ჩადენილი დანაშაული, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (საქართველოს კანონის 2007 წლის 4 ივლისის ცვლილება), არაერთგზისობა გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მსჯავრდებულ დ. თ-ავას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე~ ქვეპუნქტით, გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ~ ქვეპუნქტზე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, ჩადენილი არაერთგზის).

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi