GIZ-ის ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი უზენაეს...

gsg

GIZ-ის ექსპერტი ულრიხ ჰანგელოხი უზენაეს სასამართლოში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია: 16/09/2017

მიმდინარე წლის  22-23 სექტემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)მხარდაჭერით საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ექსპერტი ულრიხ ჰაგენლოხი, დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.

ექსპერტს მიიღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები წარმოადგენენ მოხსენებებს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, აღნაგობის უფლება, მორალური ზიანის ანაზღაურება, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან დაკავშირებით სამართლებრივი საკითხები, გერმანული პრაქტიკის განხილვა სამედიცინო დელიქტებთან მიმართებით, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის ახალი რედაქციის განმარტების საკითხი, სოლიდარული ვალდებულება და მოთხოვნის სახელშეკრულებო და კანონისმიერი გადასვლის შემთხვევები.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოხსენებებს  წარმოადგენს გერმანელი ექსპეტი ულრიხ ჰანგელოტი და თავის გამოცდილებას გაუზიარებს მოსამართლეებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi