უზენაეს სასამართლოს CEPEJ-ს შეფასების მისია...

fwwr

უზენაეს სასამართლოს CEPEJ-ს შეფასების მისია ეწვევა

გამოქვეყნებულია: 15/09/2017

მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში  საქართველოს წარმომადგენლის  მოწვევით,ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში, თბილისს ეწვევა მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისია,  კომისიის პრეზიდენტის გეორგ სტავას ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრეზიდენტი რამინ გურბანოვი, სასამართლო სისტემის შეფასების სამუშაო ჯგუფი(CEPEJ-EVAL) ხელმძღვანელი ჟან პოლ ჟანი, „CEPEJ“-ს სამდივნოს თანამშრომლები, სტატისტიკის სპეციალისტი ლიდია ნაუმოვსკა და სასამართლო სისტემაში დროის მენეჯმენტის სპეციალური მრჩეველი იანიკ მენცერი.

 დელეგაციის ვიზიტი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემაში მონაცემების შეგროვების სანდოობის გაზრდას და ხელს შეუწყობს მონაცემების შეგროვების ეფექტური შიდა მექანიზმების დანერგვას წევრ ქვეყნებში. ასევე, მსგავსი შეხვედრები მონაწილე ქვეყნებში იძლევა შესაძლებლობას, რომ  „CEPEJ“-ს ანგარიშების წარმოების საუკეთესო პრაქტიკაზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ წევრი ქვეყნების საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლებს.

ევროპელ სტუმრებს მიიღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ევროპელ სტუმრებს ასევე მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი, ქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე  ნინო ბაქაქური.

საქართველოს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების რეფორმის მოკლე მიმოხილვით შეხვედრის მონაწილეების წინაშე წარსდგება (CEPEJ)-ს პრეზიდენტი გეორგ სტავა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზენტაცია, რომელთაც წარმოადგენენ ამ უწყებათა ხელმძღვანელი პირები. მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის მხრიდან პრეზენტაციით წარსდგებიან  კომისიის სამდივნოს თანამშრომელი, სტატისტიკის სპეციალისტი ლიდია ნაუმოვსკა და  სასამართლო სისტემაში დროის მენეჯმენტის სპეციალური მრჩეველი იანიკ მენცერი. შეფასების მისიის წარმომადგენლები ასევე მოისმენენ სტატისტიკისა და ანალიზის, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის პრეზენტაციებს, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორისა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის IT სამსახურის უფროსები. შხვედრის მონაწილეები გამართავენ დისკუსიასასამართლო სისტემის შეფასების სქემის შევსებისასმონაცემთა შგროვების სირთულეებისა და CEPEJ-ს პრაქტიკული გამოცდილების შსახებ.

მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისიის წევრები უზენაესი სასამართლოს გარდა ეწვევიან თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებს.

შეფასების მისია  სამუშაო ვიზიტს 20 სექტემბერს დაასრულებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi