ნინო გვენეტაძემ გერმანიაში სამუშაო ვიზიტი...

fww

ნინო გვენეტაძემ გერმანიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია: 15/09/2017

11-12 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ბრემენში, ქართულ-გერმანული სამართლებრივი ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საგანგებო სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ღონისძიების თემა გახლდათ ,,სასამართლო რეფორმის მიმდინარეობა და სისხლის სამართლის რეფორმის აქტუალური საკითხები საქართველოში.“

 საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში  გაიმართა შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაცვლა ბრემენის მიწის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან, ქალაქ ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლოს თავჯდომარესა და მის მოადგილესთან, ქალაქ ბრემენის მერთან და ბრემენის იურისტთა საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 ღონისძიებათა დასკვნით ეტაპზე გაიმართა ფართო დისკუსია, სადაც ნინო გვენეტაძემ თავის გამოსვლაში  განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ქართულ-გერმანულ სამართლებრივ  ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთოებები რამდენიმე ეტაპად იყოფა. კერძოდ, პირველი, საწყისი ეტაპი, როდესაც  გერმანული სამართლის საფუძველზე ქართული სამართლის რეფორმა დაიწყო, მეორე ეტაპი, როდესაც განხორციელდა რეფორმირებული სამართლის დანერგვა ქართულ სინამდვილეში, ხოლო დღეს კი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ურთიერთობები ახალ ფაზაში -   პარტნიორობის ეტაპზეა გადასული.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ქართულ-გერმანული სამართლებრივი თანამშრომლობა შეაფასეს პროფესორმა როლფ კნიპერმა, პროფესორმა გერდ ვინტერმა, ბრემენის მიწის უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარემ ქალბატონმა კარინ ბუზემ,  ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლოს თავჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა ელენ ბესტმა, დოქტორმა თომას მაიერმა (GIZ), ტერეზა ტალჰამერმა (IRZ) და სხვა მომხსენებლებმა.

საზეიმო ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პროფესორმა ლადო ჭანტურიამ.

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ურთიერთობები როგორც გერმანული, ისე ქართული მხარის მიერ შეფასდა უაღრესად წარმატებულად და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 

ბრემენის მიწის უმაღლესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პარტნიორი სასამართლოა გერმანიაში, რომელთა პარტნიორობასაც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ).

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi