უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გერმანიაში...

afw

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გერმანიაში მიემგზავრება

გამოქვეყნებულია: 08/09/2017

მიმდინარე წლის 9-13 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ბრემენში გაიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბრემენის მიწის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კარინ ბუზესთან და ქალაქ  ბრემენის პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან ელენ ბესტთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე შეხვდება მოსამართლეებს შტეფან ჰაბერლანდსა და  კლაუს-დიტერ შრომეკს.

ბრემენის მიწის უმაღლესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პარტნიორი სასამართლოა გერმანიაში. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში გაიმართება გამოცდილების ურთიერთგაზიარება სისხლის სამართლის რეფორმისა და სასამართლო პრაქტიკის ცალკეულ საკითხებზე, მხარეები ასევე ისაუბრებენ  სასამართლოსა და პრესის ურთიერთობის საკითხებზეც.

ნინო გვენეტაძეს  მიიღებს  ქალაქ ბრემენის მერი.

ვიზიტის პროგრამით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ქართულ-გერმანული სამართლებრივი დიალოგის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზემო ღონისძიებაზე.

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ხორციელდება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით.

ნინო გვენეტაძე თბილისში 13 სექტემბერს დაბრუნდება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi