ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

wfwf

ბორჯომში მოსამართლეებისთვის ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/09/2017

მიმდინარე წლის 3-4 სექტემბერს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ბორჯომში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის სიახლეებთან დაკავშირებით, საქარველოს საერთო სასამართლოების  მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.

დღის წესრიგით გათვალისიწინებული იყო შემდეგი თემებისა და მოხსენებების წარდგენა: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია, საჯარო მოხელე, რეფორმის არსი, კანონის ზოგადი ანალიზი, საჯარო სამსახურის ძირითადი ცნებები, საჯარო სამსახურის პრინციპები, მოხელეთა რანგირება და კლასები.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სამსახურში მიღებასთან და კარიერის მართვასთან დაკავშირებით, ასევე მოისმინეს მოხსენებები რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, შერწყმის, უფლებების, მოვალეობებისა და გარანტიების შესახებ. მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, გათავისუფლებასთან და უფლების დაცვასთან დაკავშირებულმა თემებმა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა ნატო ლომთათიძემ, რომელმაც  ანგარიში წარუდგინა უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმღვანელებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სიახლეებთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi