ყაზახეთში საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

gege

ყაზახეთში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება

გამოქვეყნებულია: 25/08/2017

მიმდინარე წლის 27-30 აგვისტოს, ყაზახეთის რესპუბლიკაში დაგეგმილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უხელმძღვანელებს.დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები გიორგი შავლიაშვილი და პაატა სილაგაძე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კონსულტანტი დავით სულაქველიძე და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა.

 ოფიციალური ვიზიტის პროგრამით დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან  კაირატ მამისთან, ასევე შეხვედრები ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან და მართლმსაჯულების აკადემიის ხელმძღვანელობასთან. უზენაესი სასამართლოს დელეგაციის წევრები მოინახულებენ სიტუაციური ცენტრს (სამეთვალყურეო ცენტრს და დაესწრებიან პრეზენტაციას ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ინფორმაციულ სისტემებზე. დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალურპროკურორთან ჟაკიპ ასანოვთან, ყაზახეთის კონსტიტუციური საბჭოს თავმჯდომარესთან იგორ როგოვთან, ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს სპეციალიზირებული სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარესთან აიგულ კიდირბაევასთან. შეხვედრას დაესწრებიან საერთაშორისო საბჭოს წევრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიღებს ყაზახეთის საჯარო სამსახურისა და ანტიკორუპციული სააგენტოს თავმჯდომარე კაირატ კოჯამჯაროვი. ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში ,,კონსტიტუცია და საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოდერნიზაცია“.

დელეგაციის წევრები  ეწვევიან ასტანის საქალაქო სასამართლოს და შეხვდებიან ასტანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ტლეკტეს ბარპიბაევს, დაათვალიერებენ სასამართლოს ინფორმაციული სერვისებს, რაც მოიცავს სასამართლო დოკუმენტაციის გაცნობას, საქმეთა განხილვის გრაფიკს, სასამართლო უწყებას, სახელმწიფო ბაჟის გადახდას, სარჩელის რეგისტრაციას, სმს შეტყობინების მიღებას. სტუმრებისთვის მოეწყობა ექსკურსია ასტანის საქალაქო სასამართლოში და სამართლის ისტორიის მუზეუმში. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 30 აგვისტოს დასრულდება.

მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უზენაესი სასამართლოს, კონსტიტუციური საბჭოს, გენერალური პროკურატურის, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული  და საჯარო სამსახურების სააგენტოებისა და ყაზახეთის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.

ყაზახეთის ოფიციალური დელეგაციის  წევრები გაეცნენ საქართველოში მიმდინარე  სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმებს, გამართეს შეხვედრები საქართველოს სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi