ქობულეთში სასამართლო რეფორმის ძირითად...

vveve

ქობულეთში სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე მსჯელობენ

გამოქვეყნებულია: 22/08/2017

დღეს, 22 აგვისტოს, ქობულეთში, სასტუმრო ,,ჯორჯია პალას ჰოტელში“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი ორგანიზებით,  ევროკავშირის  სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში-(PROLOG) ფარგლებში, სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა  გაიხსნა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში-(PROLOG)“-ის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი. 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოისმინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის მოხსენება ,,სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვა, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები“.  დღის წესრიგის მეორე საკითხზე ,,დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოება, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები“, ისაუბრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მოხსენებების  შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრებმა დისკუსია გამართეს, შეთანხმდნენ საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალზე და ზოგად პრინციპებზე.  დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმებული საკითხების წერილობით ჩამოყალიბება და გეგმის დროში გაწერა.

სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 23 აგვისტოსაც გაგრძელდება და დღის ბოლოს დასრულდება. ხვალ შეხვედრის მონაწილეები წერილობით ჩამოაყალიბებენ დღის წესრიგის მეორე თემის გარშემო შეთანხმებულ საკითხებს და დროში გაწერენ გეგმას. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარმოადგენს მოხსენებას თემაზე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესები, საკანონმდებლო ხარვეზები, გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები. ამავე საკითხზე ისაუბრებს ევროკავშირის სასამართლოს პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი. მოხსენების შემდეგ ჯგუფის წევრები გამართავენ დისკუსიას, შეათანხმებენ საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალსა და ზოგად პრინციპებს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi