ნინო გვენეტაძე დონორი ორგანიზაციების...

kj

ნინო გვენეტაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 03/08/2017

3 აგვისტოს საქართველოს უზენაესი  სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეულ წევრებთან ერთად შეხვდა სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების  ერთიანი საძიებო სისტემის შექმნის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის ,,სასამართლო მხარდაჭერის“ პროექტი, ევროსაბჭო  და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (,,PROLOG“.)

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება სასამართლოს ვებგვერდზე სამართალწარმოების ხარისხიანი და ეფექტური განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანთაგანია, რის მიღწევასაც განუხრელად ცდილობს სასამართლო ხელისუფლება. სერვერისა და ქსელური ინფრასტრუქტურის ახალი სისტემის შეძენის შემდეგ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს სასამართლოებში ელექტრონული წარმოება და იმუშაოს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ხარვეზების აღმოფხვრაზე.

ამ მიზნით მეტად მნიშვნელოვანია გაკეთდეს სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიანი საძიებო სისტემა თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, სადაც გამოქვეყნდება საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები,  ვებგვერდზე გამოქვეყნდება სასამართლოს საჯარო შეტყობინებები და სხდომის განრიგები, მომხმარებლებს ექნებათ საკუთარი პორტალი. აღნიშნული სისტემის მუშაობის ეფექტურობასა და პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ასანიძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დონორთა დახმარების შემთხვევაში, მეტად მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს ვებგვერდის განახლება, შესაბამისი დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ტრენინგი, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სისტემის გამართულ მუშაობაზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო  დონორი ორგანიზაციების წარმო მადგენლებმა გამოთქვეს მზაობა და დახმარების სურვილი.

გადაწყდა, რომ  აღნიშნულ საკითხებზე, დონორთა კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ ერთხელ გაიმართოს შეხვედრა მიმდინარე წლის სექტემბერში, სადაც კონკრეტულად ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi