მოსამართლეთა გამარჯვებული თანაშემწეებისთვის...

gsds

მოსამართლეთა გამარჯვებული თანაშემწეებისთვის ლოპოტას ტბაზე ტრენინგი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია: 01/08/2017

დღეს, 1 აგვისტოს,ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო ,,ლოპოტაში“,  სასამართლო ქეისების  სრულებაში გამარჯვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის,  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  საქართველოში“ პროექტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,  მიმდინარეობს ტრენინგი ადამიანის უფლებათა საფუძვლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ.

მოსამართლეთა თანაშემწეები ექსპერტებთან ერთად განიხილავენ და იმსჯელებენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული ყველაზე ცნობილი საჩივრები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მე-5 მუხლი - პროცედურული გარანტიები,  გამოხატვის თავისუფლება, კაზუსი და ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება.

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა განაცხადეს, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გამართულ ასეთი ტიპის სემინარებსა და ტრენინგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანაშემწეთა პროფესიული მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკის  შესწავლის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს და აახლოვებს მათ  ქართული და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მიღებულ გამოცდილებასთან.

რამდენიმე დღის წინ, მოსამართლეთა გამარჯვებულმა თანაშემწეებმა, ზემოაღნიშნული დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს მსგავს ტრენინგში, რომელიც ყაზბეგში, სასტუმრო ,,Rooms Hotel”-ში გაიმართა. სემინარზე განიხილეს და იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ისეთი თემების  შესახებ როგორიცაა:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ევროპული კონვენცია და სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები და კაზუსის განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და შესაბამისი გარანტიები.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის  პროფესიული სრულყოფისა და კვალიფიკაციის ამაღლების  მიზნით მსაგავსი სემინარები და ტრენინგები კვლავაც გაიმართება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi