მოსამართლეთა გამარჯვებული თანაშემწეები...

nnfgn

მოსამართლეთა გამარჯვებული თანაშემწეები ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია: 26/07/2017

მიმდინარე წლის 26-28 ივლისს, ყაზბეგში, სასტუმრო ,,Rooms Hotel“-სა  და 31ივლისი-3აგვისტოს,  ლოპოტას ტბაზე, სასტუმრო ,,ლოპოტაში“, საერთაშორისო დონორთა ტრანინგებში,  სასამართლო ქეისების  სრულებაში გამარჯვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის,  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  საქართველოში“ პროექტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გაიმართება ტრენინგები ადამიანის უფლებათა საფუძვლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ.

დღის წესრიგებით გათვალისწინებულია ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული ყველაზე ცნობილი საჩივრები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მე-5 მუხლი - პროცედურული გარანტიები,  გამოხატვის თავისუფლება, კაზუსი და ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ევროპული კონვენცია და სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები, ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები: კაზუსის განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და შესაბამისი გარანტიები. 

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi