სასამართლო სტატისტიკის წარმომადგენლებისთვის...

ngg

სასამართლო სტატისტიკის წარმომადგენლებისთვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 21/07/2017

20 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემაში მოქმედი სტატისტიკური რგოლების სამუშაო, შემაჯამებელი შეხვედრა თემაზე:,,სასამართლო სტატისტიკის მიღება - დამუშავების არსებული პრაქტიკა და მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი მოსამართლე რენატა ვინტერი, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელი,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური,  უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების წარმომადგენლები.

სემინარის  მონაწილეებს თემაზე ,,სასამართლო სტატისტიკის დამუშავების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და (CEPEJ)-ის სტანდარტები“  ესაუბრა  ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ სლოვენიელი ექსპერტი რადო ბრეზოვარი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას სასამართლო სტატისტიკის შეგროვების, დამუშავების და განზოგადების შესახებ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში. ექსპერტმა სლოვენიის სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე გააანალიზა სასამართლოში სასტისტიკის მონაცემების მიღების თემა.  განსაკუთრებული ყურადება დაეთმო საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის გამართვის მნიშვნელობას, რათა უფრო ეფექურად მოხდეს ამ პროგრამის მეშვეობით საერთო სასამართლოებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება.

რადო ბრეზოვარმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა წინასწარი რეკომენდაციები სასამართლო სტატისტიკის არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.  მონაწილეებმა შეაჯამეს სემინარის ფარგლებში განხილული თემები, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან  საკითხებზე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi