სასამართლო სტატისტიკის წარმომადგენლებისთვის...

rfwewf

სასამართლო სტატისტიკის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 19/07/2017

19 ივლისს, თბილისის ტექნოპარკში, ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედი სტატისტიკური რგოლების სამუშაო შეხვედრა თემაზე:,,სასამართლო სტატისტიკის მიღება - დამუშავების არსებული პრაქტიკა და მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან“ გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ხელმძღვანელმა მოსამართლე რენატა ვინტერმა, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) საქართველოს წარმომადგენელმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა მარინა კვაჭაძემ.

სასამართლო სტატისტიკის დამუშავების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და (CEPEJ)-ის სტანდარტების თაობაზე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა  ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ექსპერტი რადო ბრეზოვარი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას სასამართლო სტატისტიკის შეგროვების, დამუშავების და განზოგადების შესახებ მოწინავე ევროპულ ქვეყნებში. ,,მართლმსაჯულების ხარისხი და ეფექტიანობა არის სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების დამკვიდრების საფუძველი, რაშიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სწორედ სტატისტიკის ზუსტი მოპოვება და დამუშავება“,-აღნიშნა თავის გამოსვლაში  ნინო ბაქაქურმა, რომელმაც ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ) წარსადგენი ანგარიშის ძირითად ასპექტებზე და (CEPEJ)-ის შეფასების მისიის შესახებ.

როგორც აღინიშნა (CEPEJ) იღებს ინფორმაციას არა მხოლოდ სასამართლო უწყებიდან, პროკურატურიდან და იურიდიული დახმარებიდან, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებებიდან და ამზადებს ანგარიშს ქვეყნის შესახებ, რაც იძლევა საშუალებას  წარმოჩინდეს სრული  სურათი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ, თუ რა პრიორიტეტები და რა გამოწვევებია ამ მიმართულებით გასათვალისიწინებელი სისტემის სრულყოფისათვის. სტატისტიკური რგოლების წარმომადფგენლებმა მოისმინეს მოხსენებები მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და რეპრეზენტაციის მნიშვნელობაზე, მონაცემების გასაჯაროებისა და ხელმისაწვდომობის უპირატესობებზე, ასევე უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, ასევე თბილისის საქალქო სასამართლოს მიერ სტატისტიკური მონაცემების მიღებისა და დამუშავების, მართლმსჯულების სისტემის სხვა უწყებებთან კოორდინიცაიის, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტისა და საჯარო ინფორმაციის ფარგლებში მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ევროკავშირის ექსპერტმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო ზოგადი რეკომენდაციები არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi