მოსამართლეები ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

tjhrthr

მოსამართლეები ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 14/07/2017

მიმდინარე წლის 5 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სისხლის სამართლის კოლეგიათა მოსამართლეებმა ეკა არეშიძემ, ეკა გაბრიჩიძემ და მადონა მაისურაძემ  შეხვედრა გამართეს  ევროსაბჭოს ბრიტანელ ექსპერტ ჯერემი მაკბრაიდთან. შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს  პროექტის ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე.

ნინო გვენეტაძე მიესალმა ექსსპერტს და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს პროექტის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან მნიშვნელობას და წვლილს სისხლის სამართლის სამართალწარმოების განვითარებაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა პროცესის ინსტრუქციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რომელსაც მომზადებული აქვს პროექტი ამერიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. უახლოეს პერიოდში იგეგმება გასვლითი შეხვედრა და პოზიციათა საბოლოოდ შეჯერება იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციებში უნდა აისახოს ამერიკული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილების მიხედვით. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, ჯერემი მაკბრაიდის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნება ნაფიც მსაჯულთა პროცესის სახელმძღვანელო ინსქტრუქციებში.

 

შეხვედრაზე განიხილეს ევროპის საბჭოს ექსპერტის რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების მიმართულებით, კერძოდ, შემოთავაზებული რეკომენდაციებით გაანალიზებულია ინგლისის და შოტლანდიის გამოცდილება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის შესახებ, ვერდიქტის დასაბუთების, მედიის მიერ ნაფიც მსაჯულთა პროცესის მიმდინარეობის და შემდგომი გაშუქების სტანდარტებზე და სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული შემადგენელი ელემენტების თაობაზე, რაც ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებას შეეხება.ექსპერტმა წარმოადგინა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რაც   სასურველია, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, პროცესის მონაწილე მხარეებთან იყოს განხილული და გაანალიზებული.

 მოსამართლეებმა შეკითხვები დაუსვეს ექსპერტს და გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესმა და გადაწყვეტილების ერთხმად ვერმიღების შემთხვევაში ინგლისისა და შოტლანდიის გამცოდილებამ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi