არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის...

wfqw

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე სემინარი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/06/2017

10-11 ივნისს, სასტუმრო ,,ბორჯომი პალასში“, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის საკითხებზე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომლობით პროექტის ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის ხელშეწყობა განრიდების პროგრამების გაძლიერების გზით“ ფარგლებში და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროქტის ხელშეწყობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი, ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს პროკურატურის,პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები. 

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს  ინფორმაცია  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  ახალი კონცეფციისა და მისი მიზნების შესახებ, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომისა და კონცეფციის შესახებ, იმსჯელეს განრიდების პროგრამების შედეგებზე, რომლის პრეზენტაციაც გამართა დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა, საინტერესო მოხსენებები იქნა წარმოდგენილი განრიდების გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების, სოციალური სამუშაოს თაობაზე  მართლმსაჯულების სისტემაში, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის არსსა და მნიშვნელობაზე, განრიდების პროცესთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების შესახებ.  გაიმართა ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულიო მულტიდისციპლინური შეხვედრების შედეგების პრეზენტაცია, გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში გამოვლენილი დამატებითი პრობლემების იდენტიფიცირებისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi