დამტკიცდა მოსამართლეთა XXI რიგგარეშე...

gsgse

დამტკიცდა მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 15/06/2017

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა, რომელზეც დამტკიცდა: 

მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციულიკომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების დრო - 2017 წლის24 ივნისი, 11:00 საათი, ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, XXI რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 (ოთხი) წევრის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრების (სამი წევრის) არჩევნების საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელიოქმებისნიმუშები.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე  წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილებისქ. №32.

საკონტაქტო პირი:

ნოდარ ბერიძე -  nodari.beridze@supremecourt.ge;  ტელ: 577 14 99 59

გულიკო ორთოიძე -  guliko.ortoidze@supremecourt.ge;  ტელ: 577 71 10 50

იხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi