უზენაეს სასამართლოში ახალი გამოცემის...

ewgww

უზენაეს სასამართლოში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 29/05/2017

27 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის კომენტარის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.

საქართველოს სამოქალაქოკოდექსისპირველიწიგნისკომენტარი გამოიცაUSAID-ის მიერდაფინანსებული კანონისუზენაესობისმხარდაჭერისპროექტის ფარგლებში,რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთისმართვისინსტიტუტის (EWMI-PROLoG) მიერდაგერმანიისსაერთაშორისოთანამშრომლობისსაზოგადოების (GIZ) „ევროპულსტანდარტებთანსამხრეთკავკასიისსამართლებრივიდაახლოებისპროგრამის თანამშრომლობის შედეგად.

პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა კომენტარის შემქმნელთა  მეტად დასაფასებელ შრომას და ხაზი გაუსვა გამოცემის პრაქტიკულ დანიშნულებას სამოქალაქო საქმეთა სამართალწარმოების განვითარებისთვის, ამ სფეროში  მოღვაწე ყველა იურისტისთვის, ზოგადად ქართული მართლმსაჯულების წინსვლისთვის.

როგორც აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სამოქალაქო კოდექსის პირველი წიგნის კომენტარის რედაქტორმა, სამართლის დოქტორმა, თსუ-ს პროფესორმა ლადო ჭანტურიამ:  ,,ეს იყო ყველა თაობის იურისტის მიერ შექმნილი შრომა, რაც კიდევ უფრო ღირებულსა და ძვირფასს ხდის ამ კომენტარს,“ და დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადებას ის მნიშვნელოვან ნიუანსები, რაც გათვალისწინებულ იქნა ავტორთა მიერ წიგნზე მუშაობის დროს, კომენტარის რედაქტორის შეფასებით ,,ამ კომენტარში დაინტერესებული პირები ნახავენ ცოცხალ სასამართლო პრაქტიკას“.

კომენტარის პრეზენტაციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართესგიორგიჩხეიძემ-EWMI/PROLoG-ისპროგრამისხელმძღვანელმა, შალვაპაპუაშვილმა- GIZ -ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა, აგრეთვე სამართლის დოქტორმა ელენე წიკლაურმა-ლამიხმა - მაქს-პლანკის ინსტიტუტის ტრანზიტული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელმა..

ღონისძიებას დაესწრნენ სამართლის სფეროს  გამოჩენილი მოღვაწეები, მოსამართლეები,  მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi