უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო...

sdgsgwe

უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/05/2017

24 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და გერმანის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ეგიდით: ,,ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვეობის გამოწვევა“.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა  კონფერენციის ფარგლებში განსახილველ პრობლემათა დიდი მნიშვნელობა და მიღებულ რეკომენდაციათა პრაქტიკული გამოყენების ღირებულება თანამედროვე სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში, ისაუბრა თანამედროვე ტექნოლოგიების სამართლებრივ გამოწვევეზე - ბალანსზე უსაფრთხოებასა  და თავისუფლებას შორის. ამ მიმართულებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ წარმართულ მუშაობასა და მიღებულ ცვლილებებზე კონფერენციის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.   გერმანიის მაქს-პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, დოქტორი ჰ.ი.ალბრეხტი კონფერენციის წინაშე წარსდგა მოხსენებით ,,ახალი ტექნოლოგიები და სისხლის სამართალი: შეუზღუდავი შესაძლებლობები და მაღალი რისკები“,  ,,ტელეკომუნიკაციების ოპერატიული ვიდეო და აუდიო ინფორმაციის მოპოვების/ გამოყენების შესაძლებლობებსა და საზღვრებზე გლობალური ტერორისტული საფრთხეებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ისაუბრა პროფესორმა, დოქტორმა პეტერ იურგენ გრაფმა, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ, ,,ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების პრევენციული და რეპრესიული მიზნებით გამოყენებასა პრობლემის ნაციონალური და ინტერნაციონალური ასპექტების შესახებ’’ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა მაქს-პლანკის ინსტიტუტის წამყვანმა რეფერენტმა და აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის თავმჯდომარემ  დოქტორმა მიხაელ კილხლინგმა, დოქტორ ვოლფრამ შედლერის, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორის მოხსენება გახლდათ ,,დამნასავის პიროვნებაზე წვდომა, GPS სისტემების საკონტროლო სამაჯურის საშუალებით’’. , მაქს-პლანკის ინსტიტუტის ტრანზიტული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი დოქტორი ელენე წიკლაური თანამომხსენებელთან თეოდორ ლამიხთან  ერთადშეეხო თავის მოხსენებაში ,,დარკნეტს/ ვაჭრობას ვირტუალურ სივრცესა და რეალურ დანაშაულობებს“. კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებმა შეაჯამეს კონფერენციაზე განხილული საკითხები და  ჩამოაყალიბეს რეკომენდაციები პრაქტიკული გამოყენებისათვის.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi