2011 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი

semajamebeli birfingi

2011 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი

გამოქვეყნებულია: 28/12/2011

2011 წლის 27 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებისთვის წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან სასამართლო სისტემაში 2011 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა. "2011 წელი გამჭვირვალობისა და საჯაროობის წლად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ წელს პირველად ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი, მართლმსაჯულების განხორციელებაში უკვე საზოგადოება ჩაერთო. 2011 წელს სასამართლო სისტემაში ამოქმედდა ელექტრონული პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც მართლმსაჯულება კიდევ უფრო საჯარო და გამჭვირვალე გახდა.
მთელი წლის მანძილზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი, მიმდინარე სასამართლო რეფორმის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განხორციელებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა გახლდათ", განაცხადა ბრიფინგზე კონსტანტინე კუბლაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებისთვის გაიმართა საახალწლო მიღება.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi