მოსამართლეთა კორპუსისა და მათი...

sdgssdg

მოსამართლეთა კორპუსისა და მათი თანაშემწეებისთვის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 23/05/2017

20 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტების კვლევის პრეზენტაცია  გაიმართა. კვლევა განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან” ფარგლებში. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ავტორმა, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ნანა მჭედლიძემ  უზენაეს სასამართლოში უკვე გამართა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ამჯერად კვლევის განხილვასა და დისკუსიაში აქტიურად  ჩაერთვნენ მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ კვლევას და ავტორის ძალისხმევას დეტალურად  განხილულიყო კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკაში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების სტანდარტებსა და მათი გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობა, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სათანადოდ დაცვის მიზნით ეროვნული კანონმდებლობის განმარტების საკითხებზე ყურადღების გამახვილება. ,,2017 წლის 14 მარტიდან ძალაშია რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა, საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოვებისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.  იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების განსხვავებულ განმარტებას გვთავაზობს, უზენაესი სასამართლო უარს ვერ იტყვის საჩივრის დასაშვებობაზე და საქმეს არსებითად განიხილავს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და თანაშემწეებს, უტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ადამიანის უფლებთა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებში, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მათ შორის  ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშორისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში.“-განაცხადა თავის გამოსვლაში ნინო გვენეტაძემ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi