საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ...

logo

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

გამოქვეყნებულია: 27/12/2011

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რითაც მკაფიოდ განსაზღვრა დანაშაულის  შეუტყობინებლობის  სუბიექტთა წრე.                                                                                  

 პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად, პ. ს-ე, თავის ორ მეგობართან _ ზუ. და ზა. კ-ძეებთან ერთად, მიკროავტობუსით მგზავრობდა თბილისის მიმართულებით. მათ შელაპარაკება მოუხდათ თ. და რ. კ-ოვებთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. პ. ს-ე, ზა. და ზუ. კ-ძეები მათ უცენზურო სიტყვებით აყენებდნენ სიტყვიერ და ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. წარმოქმნილი ხმაურის გამო, მძღოლი იძულებული გახდა გაეჩერებინა ავტომანქანა, რის შემდეგაც ისინი ჩამოვიდნენ ძირს და ჩხუბი გაგრძელდა ქუჩაში. მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც ცდილობდნენ პ. ს-აძისა და მასთან ერთად მყოფი ზუ. და ზა. კ-ძეების დაწყნარებას, მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ჩხუბი და უცენზურო სიტყვების ხმარება. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გაგრძელდა 5-10 წუთის განმავლობაში. ჩხუბის დროს პ. ს-აძემ განიზრახა რ. და თ. კ-ოვების განზრახ მოკვლა და დანით ჯერ რ. კ-ოვს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გულმკერდის არეში, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ თ. კ-ოვს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში, რომელიც გადარჩა სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ზა. და ზუ. კ-ძეებმა დაინახეს, თუ როგორ მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები პ. ს-ძემ რ. კ-ოვს, იმ მოტივით, რომ შეეცოდათ პ. ს-ძე და შეეშინდათ, არ შექმნოდათ პრობლემები პოლიციასთან, დამალეს მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს მომხდარი დანაშაულის შესახებ.

 საკასაციო პალატამ, ერთის მხრივ, გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილება ზა. და ზუ. კ-ძეების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) მსჯავრდების ნაწილში, მეორეს მხრივ, არასწორად მიიჩნია სასამართლოს მიერ მათი ქმედების სამართლებრივი შეფასება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდების ნაწილში.

 პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა _ ზა. და ზუ. კ-ძეებმა შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინეს ფაქტობრივად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზეც, რის გამოც, მათი ქმედების ამ მუხლით დაკვალიფიცირება არასწორია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მსჯავრდებულების _ ზა. და ზუ. კ-ძეების მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით ბრალდების ნაწილში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi