სასამართლოს სამი გამამართლებელი განაჩენი

istoriuli-2

სასამართლოს სამი გამამართლებელი განაჩენი

გამოქვეყნებულია: 14/03/2011

ბოლო ორი კვირის მანძილზე თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებმა სამი განსასჯელი უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

გენადი სუბარს პროკურატურა ბრალად სდებდა ქურდობას, კერძოდ, ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, გურამიშვილის ქუჩა #3-ში მდებარე ტყე-პარკის დამცავი ღობის რკინის ორფრთიან კარების ფარულ დაუფლებას, რომელიც საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის 24 ივნისს სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა გენადი სუბარის საცხოვრებელი სახლის ეზოდან.

როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიებისას გენადი სუბარმა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რკინის კარები იყო ჩამოტეხილი და იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გარეშე პირთა მიერ მისი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ის აღნიშნულ კარებს საცხოვრებელი სახლის ეზოში ინახავდა.

სასამართლო სხომაზე მოწმის სახით დაკითხულმა განსასჯელის მეზობლებმა სრულად დაადასტურეს გენადი სუბარის ჩვენება.
განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნული ჩვენებები, ასევე საქმის არსებითი
განხილვისას გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისთვის.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გენადი სუბარი 2010 წლის 27 თებერვალს უდნაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეორე გამამართლებელი განაჩენი 11 მარტს დაადგინა.

ამჯერად სასამართლო დარბაზიდან ილია ფრიდონაშვილი გათავისუფლდა. საქმის მასალების მიხედვით, მას პროკურატურა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას სდებდა ბრალად.
სასამართლო გამოძიებისას განსასჯელმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იმ დროს, როცა დანაშაული მოხდა, იგი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. დუშეთში მამიდასთან იმყოფებოდა. Gგანსასჯელის ჩვენება ასევე დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებითა და აღნიშნულ საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ჩადენის პერიოდში ილია ფრიდონაშვილი ქ. დუშეთში იმყოფებოდა. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა განსასაჯელის ჩვენება მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. 

11 მარტს, ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენისთვის ბრალდებული ნუგზარ ახალაია გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ საქმის მასალების გაცნობისა და მტკიცებულებების შეჯერების შედეგად დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ნუგზარ ახალაიას წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებები წარადგინა. 

გამამართლებელი განაჩენის დადგენისას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

იხილეთ სიუჟეტი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi