მხარდამჭერის ინსტიტუტის შესახებ შეხვედრა...

hvcj

მხარდამჭერის ინსტიტუტის შესახებ შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 07/04/2017

2017 წლის 7 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზებითა და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, თბილისის საქალაქო სასამართლოში  გაიმართა შეხვედრა მხარდამჭერის ინსტიტუტის თაობაზე სასამართლო პრაქტიკის აქტუალური საკითხების ირგვლივ.

შეხვედრა გამართა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მოწვეულმა ექსპერტმა ჰაინრიჰ შნიტგერმა, რომელმაც მოსამართლეებს გააცნო გერმანული გამოცდილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ირგვლივ.

სამუშაო შეხვედრას  ესწრებოდნენ მხარდამჭერის ინსტიტუტის საქმეების განმხილველი მოსამართლეები,  ასევე მოწვეულნი  იყვნენ  პროცესში ჩართულ მხარეები, სოციალური მომსახურების სააგენტო, იურიდიული დახმარების სამსახური, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო. შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას  მოსაზრებები გაუზიარეს  ნოტარიუსთა პალატის,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა.

სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერის ინსტიტუტის შესახებ გამართული სამუშაო შეხვედრა გახსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელებს მართლმსაჯულების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის  და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მომავალში აქტიურად გაგრძელდეს მხარდამჭერის ინსტიტუტის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ურთიერთობა  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

შეხვედრის მოდერატორმა, ექსპერტმა  ჰაინრიჰ შნიტგერმა, რომელმაც გერმანული პრაქტიკიდან აღებული მაგალითები გააცნო   სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნა  რომ მნიშვნელოვანია ყველა ორგანიზაციამ კარგად გაიაზროს მათი სპეციფიკური დავალებები,  რათა სამომავლოდ  განხორციელდეს    ეფექტური თანამშრომლობა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს მხარდამჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობა და იმსჯელეს პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების კომპლექსურ გზებზე. მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარმოადგინეს მხარდამჭერის ინსტიტუტის განვითარებასა და სრულყოფასთან დაკავშირებული   სამომავლო ხედვები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi