კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის მოხსენება...

sdsgs

კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის მოხსენება უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 03/04/2017

მიმდინარე წლის 1 აპრილს უზენაეს სასამართლოში საჯარო მოხსენება გააკეთა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლაუს კრესმა, თემაზე - „აგრესიის დანაშაული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედებამდე“. პროფესორი კლაუს კრესი არის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის პროფესორი. იგი არის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტის, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. იგი იყო გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების - რომის სტატუტისა და შემდგომ, აგრესიის დანაშაულის დეფინიციის შექმნის მოლაპარაკებების პროცესში. პროფ. კრესი არის არაერთი ცნობილი სახელმძღვანელოს, სამეცნიერო კრებულის, მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი (თანაავტორი), მაგალითად, როგორებიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების - რომის სტატუტის კომენტარები, აგრესიის დანაშაულის კომენტარები, მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლის ენციკლოპედია, ევროპული სისხლის სამართლის სამეცნიერო კრებული და სხვ. ასევე, არის არაერთი ცნობილი სისხლის სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, როგორებიცაა: Goltdammer’s Archiv für Strafrecht, International Criminal Law Review, Journal of International Criminal Justice, Neue Schriften zum Strafrecht და სხვ.

პროფ. კრესის მოხსენება შეეხებოდა აგრესიის დანაშაულის ახალ შემადგენლობას, მაკვალიფიცირებელ ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებებს, რომლებიც ჩამოყალიბდა 2010 წელს კამპალაში რომის სტატუტის გადასინჯვის საერთაშორისო კონფერენციაზე. კერძოდ, რომის სტატუტს დაემატა მე-8bis, მე-15bis, მე-15ter და 25 (3bis)-ე მუხლები. პროფ. კრესი იყო აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. აგრესიის დანაშაულის ახალი დეფინიცია 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბატონმა მერაბ ტურავამ. შეხვედრას აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ მოსამართლეები და თანაშემწეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi