იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის...

dsgsdg

იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 29/03/2017

27 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის 2017-2021 წლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი განიხილეს. დოკუმენტები, იუსტიციის სამინისტროს რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით განახლდა და მოიცვა ისეთი საკითხები როგორიცაა: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა, მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა და ფუნქციონირებისთვის ხელის შეწყობა, ინსპექტორის სამსახურის შექმნა და საქმიანობაში ხელშეწყობა. ასევე, 2017-2021 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საკასაციო სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების გაფართოების დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები, საკვალიფიკაციო პალატის საქმიანობის მხარდაჭერა, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვა- ჯერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის ბოლოსსთვის კი საერთო სასამართლოებში. მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალურ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საერთო სასამართლოების პრაქტიკაში დანერგვა, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის ინსტრუქციების შემუშავება მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების ჩართულობით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით  მართლმსაჯულების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე  მუშაობს. ამჟამად, მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველი სამუშაო ვერსია მზად არის და საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციებთან ერთად ემყარება იუსტიციის სამინისტროს სასამართლო რეფორმის 2017-2021 წლების სტრატეგიას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi