უზენაეს სასამართლში სასამართლო...

ees

უზენაეს სასამართლში სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებზე ტრენინგი ჩატარდა

გამოქვეყნებულია: 19/03/2017

2017 წლის 18-19  მარტს,  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით და ევროსაბჭოს ექსპერტის რალფ ალეველდტის მონაწილეობით ჩაატარა ტრენინგი თემაზე „სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით“.  ევროსაბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა რალფ ალეველდტმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპები და  სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტები სისხლის სამართლის საქმეებზე. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-5  ( თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-6 მუხლები (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება).

ტრენინგის მეორე დღე დაეთმო წინასწარი პატიმრობის და აღკვეთის ღონისძიებების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების სტანდარტებისა და  სამართლებრივი მართლწერის საკითხს.  დღის ბოლოს მონაწილეებმა წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაცია თემაზე სამართლებრივი დოკუმნეტის სტრუქტურა და ეფექტიანი კვლევა.

ტრენინგი,  განკუთვნილი იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის  საქმეთა  პალატისა დაკანცელარიის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ,  ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ბატონმა რალფ ალეველდტმა მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაცა სერთიფიკატები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi