ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის...

ewe

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 09/03/2017

2017 წლის 7 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სისხლის სამართლის სექტორის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სამართალწარმოების სტანდარტების სრულყოფილი დანერგვის ხელშეწყობა საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადახედვასა და   სისხლის სამართლის პროცესში ნაფიც მსაჯულთა სამართალწარმოებისას სარეკომენდაციო სახის სახელმძღვანელოს შემუშავებას.

სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია მოსამართლეებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სსიპ საქართველოს იურიდიულიდ ახმარების სამსახურების წარმომადგენლებით.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მოწვეულია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი, ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ და ევროსაბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია ევროპულ სტანდარტებთან“ წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi