უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში...

24

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისში მოღვაწე ჟურნალისტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/12/2011

2011 წლის 24 დეკემბერს ,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  კონსტანტინე  კუბლაშვილის ქუთაისში ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებით დაიწყო, რომელიც სასამართლოსა და  ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო თანამშრომლობას გულისხმობს.

 2012 წლიდან დაგეგმილია სასამართლოებსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება, რაც მიმართული იქნება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. 

იმავე დღეს,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტებს შეხვდა. კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს მუშაობის წლიური ანგარიში გააცნო. შეხვედრის ბოლოს  ჟურნალისტებისთვის   საახალწლო სადღესასწაულო  მიღება გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi