შეხვედრა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ...

sy

შეხვედრა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში სახელმწიფოს ანგარიშების თაობაზე

გამოქვეყნებულია: 22/02/2017

2017 წლის 21 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენელთა შეხვედრას მართლმსაჯულების ეფექტიანობის  ევროპულკომისიაში (CEPEJ) საქართველოს შესახებ წარსადგენი ანგარიშის მომზადების პროცესის,  მისი გაუმჯობესებისა და დახვეწის გზების შესახებ. შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულკომისიაში, ნინო ბაქაქური ხელმძღვანელობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ შეხვედრის გახსნისას ანგარიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის მაღალი ხარისხია და ამის უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედოგეგმის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იზიარებენ CEPEJ-ს სტანდარტებს. მოსამართლე ნინო ბაქაქურმა მიმოიხილა CEPEJ-ს ანგარიშის სტრუქტურა და შინაარსი, ისაუბრა ინფორმაციის შეგროვებისა და წარდგენის წესებზე და ამ პროცესში, სხვადასხვა უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობაზე.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ სამომავლო რეფორმებს. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. EU4Justice ∙ სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა იმ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გაზიარება მნიშვნელოვანია ანგარიშის მომზადებისას.

შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეხვედრა  EU4Justice ∙ სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi