საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

sdgss

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 03/02/2017

2017 წლის 2 თებერვალს, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სამართალწარმოების სტანდარტების პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვის საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული გახლდათ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი, რომელმაც ამერიკული მოდელის შესაბამისად წარმოადგინა  ინსტრუქციები ნაფიც მსაჯულთა პროცესის საკითხებზე. შეხვედრაზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სისხლის სამართლის სექტორის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან სასამართლოს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ნაფიც მსაჯულთა რეფორმის საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე.

სამუშაო ჯგუფი ღიაა, აღნიშნულ საკითხებზე დაინტერესებული იურიდიული წრის და საერთაშორისო დონორი ორგანზაციების ჩართულობა და წინადადებების განხილვა უზრუნველყოს.  

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi