მოსამართლეთა მე-19 კონფერენცია გაიმართა

dfgh

მოსამართლეთა მე-19 კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 14/01/2017

დღეს ,14 საათზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის „მართლმსაჯულების სახლის “დარბაზში საქართველოს მოსამართლეთა მე-19 კონფერენცია გაიმართა, რომელზეც 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ,  საანგარიშო მოხსენებით წარდგა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე ისაუბრა  პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“  კანონთა პაკეტის  მიღების შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორიცაა: საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონული სისიტემის დანერგვა (რომელიც საპილოტე რეჟიმში 2017 წლის 1 ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება), დისციპლინური სამართალწარმოების ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფორმირება ,საკასაციო სასამართლოში საჩივრების დასაშვებობის საფუძვლის გაფართოება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მენეჯმენტის დეპარტამენტის ჩამოყალიბება (სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ეფექტურად მართვისთვის და დანერგვისთვის). ხსენებული რეფორმის პაკეტი  ხელს შეუწყობს ქართული სასამართლო სისიტემისადმი ნდობის გაზრდას. მოსამართლეთა კონფერენციაზე  2016 წელი შეფასდა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი წინსვლის წლად. 2016 წელს გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები  მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  მართლმსაჯულების  ეფექტიანად და  ხარისხიანად განხორციელებას და უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. მოსამართლეთა კონფერენციას საერთაშიორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi