დამტკიცდა მოსამართლეთა XIX კონფერენციის...

XIX

დამტკიცდა მოსამართლეთა XIX კონფერენციის ჩატარების თარიღი

გამოქვეყნებულია: 21/12/2016

2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა:

1. მოსამართლეთა XIX კონფერენციის ჩატარების თარიღი და ადგილი - 2017 წლის 14 იანვარი, 14:00 საათი, რეგისტრაცია 13:00 საათზე, ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა (მართლმსაჯულების სახლი);

2. მოსამართლეთა XIX კონფერენციის დღის წესრიგი;

3. მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა.

მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (12 იანვარი, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირები:

გულიკო ორთოიძეguliko.ortoidze@supremecourt.ge;  ტელ: 577 71 10 50;

ნოდარ ბერიძეnodari.beridze@supremecourt.geტელ: 577 14 99 59

იხილეთ მოსამართლეთა XIX კონფერენციის დღის წესრიგი

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi