საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და...

jy

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს 2016 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

გამოქვეყნებულია: 19/12/2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემის 2016 წლის საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრა მართავს. ნინო გვენეტაძე შეხვედრის მონაწილეებთან პრეზენტაციის ფორმატში ვრცლად მიმოიხილავს  უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც მიზნად ისახავდა რეფორმის ოთხი შემდეგი ძირითადი მიმართულების - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; მართლმსაჯულების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა; ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულება; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ნდობა - პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვას.

შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მიმოიხილავს სასამართლო სისტემის სამომავლო გეგმებსა და  მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, განსახორციელებელ აქტივობებს. 

შეხვედრას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

უახლოეს მომავალში უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ანალოგიური სახის შეხვედრას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მიმაგრებული ფაილი

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi