საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

gtyu

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია ჩაატარა

გამოქვეყნებულია: 16/12/2016

2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ შსს-ს აკადემიის ახალი პროექტის ფარგლებში,  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის პირველი საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციის მთავარი თემები იყო სასამართლო ხელისუფლება და მისი დამოუკიდებლობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. მომხსენებელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო პრინციპებსა და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ისაუბრა, რომელიც ძალაში 2016 წლის იანვარიდან შევიდა. ნინო გვენეტაძემ აღნიშნულ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi