უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა...

hk

უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/12/2016

2016 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს უზენაესს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის დახურვა გაიმართა. საუნივერსიტეტო კვირეულის ორგანიზატორმა უნივერსიტეტების სამართლის სკოლების წარმომადგენლებმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა მზია თოდუამ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აკადემიის როლზე ისაუბრეს. 

უნივერსიტეტებმა ტრადიციულად გამოავლინეს წლის ადამიანის უფლებათა დამცველი. 2016 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული განსაკუთრებით აქტიური და შედეგიანი მუშაობისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი/ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ქეთევან ერემაძემ დაჯილდოვდა. 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული 5-10 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციები, დისკუსიები და ოლიმპიადები გაიმართა. 

კვირეულის მიზანია,  უნივერსიტეტების ერთობლივი ძალისხმევუთ, ხელი შეუწყოს ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცებას. 

კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის, სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

კვირეული გაიმართა USAID-ის დაფინანსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამის  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG); გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi