უზენაესმა სასამართლომ უმაღლეს...

memorandumi

უზენაესმა სასამართლომ უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

გამოქვეყნებულია: 20/12/2011

2011 წლის 20 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში, კონსტანტინე კუბლაშვილმა უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლის ხელმძღვანელებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
2012 წლიდან დაგეგმილია, უფრო აქტიური გახდეს სასამართლოებსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთობა.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
მემორანდუმი გაფორმდა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აგრარულ უნივერსიტეტთან, გორის სასწავლო უნივერსიტეტთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi