უზენაესი სასამართლოს...

geew

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 07/12/2016

2016 წლის 6 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის მიმართულებით.  სხდომას ხელმძღვანელობა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე.

შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლეები, აგრეთე, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები, განიხილეს ირიბ ჩვენებებსა და ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები.

შეხვედრაზე მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებულ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკაშვირებით.

ფოტო

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi