უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე...

strw

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია: 24/11/2016

2016 წლის 24 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ეკონომიკური გაერთიანებისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები: იოჰანეს დოფლი და დენიელ ჰაასი; GIZ-ის  ქვეყნის დირექტორი, მერი შეფერი; გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ქვეყნის დირექტორი კლაუს ფაიგელი; გერმანიის განვითარების ბანკის სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის ქვეყნის მენეჯერი, ბეატე რიხტერი, ასევე, GIZ-ის პროექტების მენეჯერი, თომას მაიერი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წვილილი ქართული მართლმსაჯულების განვითარების სფეროში. მონაწილეებმა მოკლედ მიმოიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წარმატებულად განხორციელდა, მიმდინარეობს ან იგეგმება უახლოეს მომავალში სასამართლო სისტემის საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დააფიქსირეს მზაობა მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ფოტო1 ფოტო2

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi