უზენაესი სასამართლოს...

rgre

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა კერძო სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 19/11/2016

2016 წლის 19 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა კერძო სამართლის მიმართულებით. სხდომას ხელმძღვანელობდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მზია თოდუა. სხდომას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.

შეხვედრის  მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობიდან, კერძოდ, სადაზღვევო და საბანკო ურთიერთობიდან გამომდინარე, ასევე, ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი დავების განხილვის სასამართლო პრაქტიკის თავისებურებანი. მონაწილეებმა იმსჯელეს ქონებრივი უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებზე.

სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარმოადგინეს მოსაზრებები იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ სპეციალიზირებული კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსების თაობაზე კონცეფციასთან მიმართებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამივე ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლეებმა, აგრეთვე, საბანკო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi