ლატვიის რესპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა...

yhery

ლატვიის რესპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა და სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენელების ვიზიტი უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 15/11/2016

2016 წლის 15 ნოემბერს ქართულ და ლატვიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ პროექტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა და სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიზიტით უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლატვიის ადმინისტრაციული სასამართლოს მთავარი მოსამართლე, საკვალიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მარის ვიგანტსი; სასამართლო ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები: ინეს კალნინა და ანდრის მუნდა; ასევე, სასამართლოს ადმინისტრაციის იურიდიული და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ინეს ლინცა.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წარმომადგენლება მიიღეს, განხილული იქნა სასამართლოს ბიუჯეტისა და ორგანიზაციული საკითხების ფორმირებასთან დაკავშირებული თემები.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის  სასამართლოს ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკის გაზიარებასა და ამ სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებას.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi