საერთო სასამართლოების მოსამართლეთა...

sdv

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები კალიფორნიის შტატის სამოსამართლო საქმიანობის კომისიის დირექტორს/უფროს მრჩეველს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია: 10/11/2016

2016 წლის 10 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები კალიფორნიის შტატის სამოსამართლო საქმიანობის კომისიის დირექტორს/უფროს მრჩეველს, ვიქტორია ჰენლის შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კანონპროექტთან დაკავშირებით. ვიქტორია ჰენლიმ მონაწილეებს გააცნო დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კალიფორნიის სამოსამართლო საქმიანობის კომისიის პრაქტიკა.

სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ვიქტორია ჰენლის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების სრულყოფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ტყავაძე; სადისციპლინო კოლეგიის წევრები: თეა ჯუღელი და ქეთი ბექაური.

შეხვედრა გაიმართა  აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობის“ პროექტის (PROLoG) ეგიდით.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi