მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის...

grr

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 09/11/2016

2016 წლის 9 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების თაობაზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა, დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, დისციპლინური გადაცდომების მაქსიმალური დეტალიზაციის, აგრეთვე, მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, არსებული საკონონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე ფართო მსჯელობა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ და დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა, მონიკა აზიმმა.

დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოსამართლო ეთიკის წესები, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის კომისიის დირექტორმა/უფროსმა მრჩეველმა, ვიქტორია ჰენლიმ დამსწრე საზოგადოებას,  ამერიკის გამოცდილების საფუძველზე, წარუდგინა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურების დახვეწის თაობაზე რეკომენდაციები.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიება გაიმართა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის  მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის (PROLoG) ფარგლებში.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi