უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე...

hgg

უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების აგებულების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 09/11/2016

2016 წლის 9 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის, ულრიხ ჰაგენლოხის მონაწილეობით,სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებების აგებულებისა და დასაბუთების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, მზია თოდუა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეებზე პირველი და მეორე ინსტანციის  სასამართლოს გადაწყვეტილებების ახალი სტრუქტურისა და კრიტერიუმების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლე, ზურაბ ძლიერიშვილი; მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ ხაჟომია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, დიანა  ბერეკაშვილი. დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა, ულრიხ ჰაგენლოხმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სასამართლოს გადაწყვეტილებების ახალი სტრუქტურის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა დასკვნითი დისკუსიით შეაჯამეს სამოქალაქო საქმეებზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების ახალი სტრუქტურისა და კრიტერიუმების თაობაზე პოზიციები.

ღონისძიება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi