საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და...

gr

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კალიფორნიის შტატის სამოსამართლო საქმიანობის კომისიის დირექტორს/უფროსი მრჩეველს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 08/11/2016

2016 წლის 8 ნოემბერს უზენაეს სასამართლოს საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ს სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის შტატის კომისიის დირექტორი/უფროსი მრჩეველი ვიქტორია ჰენლი ეწვია. სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მოსამართლეთა დისციპლინური პაპსუხისმგებლობის საფუძვლები განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკა და მიდგომები გაუზიარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მართლმსაჯულების კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის ხელმძღვანელი ინგა თოდრია, პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსგავსი ფორმატის შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთანაც გაიმართა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi