უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატის...

gsd

უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატის აქტუალური სამართლებრივი საკითხების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/11/2016

2016 წლის 8 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის, პრაქტიკული პრობლემების მიმოხილვისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, ქართველი და გერმანელი მოსამართლეების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა დეტალურად მიმოიხილეს საკვალიფიკაციო პალატასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებები და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით, იმსჯელეს პრაქტიკული პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტმა, ულრიხ ჰაგენლოხმა, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძელზე, წარმოადგინა რეკომენდაციები საკვალიფიკაციო პალატასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე.

შეხვედრა მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ და მასში მონაწილეობას იღებდნენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, ზურაბ ძლიერიშვილი და უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, ნუგზარ სხირტლაძე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi