უზენაეს სასამართლოში ოფიციალურად გაიხსნა...

dt

უზენაეს სასამართლოში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, თემაზე: „ტერორიზმი, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა - ახალი გამოწვევები ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკაში“

გამოქვეყნებულია: 02/11/2016

2016 წლის 2 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი  კონფერენცია, თემაზე: „ტერორიზმი, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა - ახალი გამოწვევები ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკაში“. ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და იგი ეძღვნება საქართველოსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის 35 წლის იუბილეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს გერმანიის, სომხეთისა და  აზერბაიჯანის სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა დელეგაციები.

კონფერენციის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა, ირაკლი ჩიმაკაძემ. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით, ასევე,  წარსდგნენ: ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე და მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი, ჰანს-იორგ ალბრეხტი.

ტერორისტული აქტების მზარდი ტენდენცია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური კოორდინირებული ძალისხმევა მიმართულია ტერორიზმის პრევენციის ეფექტური მექანიზმების სრულყოფილად შემუშავებისა და დაგეგმვისაკენ. სწორედ, ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკისა და აღნიშნული გამოწვევის პრევენციის გზების თაობაზე მსჯელობა და შედარებითი ანალიზი წარმოადგენს ორდღიანი კონფერენციის ორგანიზების მიზანს.  კონფერენციის ფარგლებში  სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი სამეცნიერო წრეების, აგრეთვე, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და მოსამართლეები მოხსენებებით მიმოიხილავენ ტერორიზმის პრევენციის სამართლებრივი რეგულირების კუთხით არსებულ უახლეს საერთაშორისო მიდგომებსა და გამოცდილებებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დისკუსიის ფორმატში, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე, იმსჯელონ ტერორიზმის დაძლევის ეფექტურ მექანიზმებზე.

კონფერენციის დასაწყისში, საქართველოსა და მაქს პლანკის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  დოქტორმა, ელიკო წიკლაური-ლამიხმა პრეზენტაციით მიმოიხილა ქართულ-გერმანული იურიდიული საზოგადოების წარმატებული თანამშრომლობის განვითარების ისტორია.

ღონისძიების მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

ფოტო1 ფოტო2 ფოტო3 ფოტო4 ფოტო5

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi