უზენაესი სასამართლოს...

ndh

უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

გამოქვეყნებულია: 27/10/2016

2016 წლის 27 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სამოქალაქო სამართლის მიმართლებით. შეხვედრას უძღვებოდნენ: უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განტვირთვის მიზნით შემუშავებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ფართო მსჯელობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო  საქმეთა კოლეგიაში შემოსულ საქმეთა რაოდენობის, სასამართლოში არსებული მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა, ასევე, სხდომის დარბაზების რაოდენობის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმეთა დასრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რის გამოც საქმეთა განხილვა ჭიანურდება და მოსამართლეთა დატვირთულობა მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, მხარეთა ინტერესების უკეთ დაცვის, მოსამართლეთა დატვირთულობის შემცირებისა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალურად შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შეეხება განსაზღვრულ შემთხვევებში ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გამოტანის უფლებამოსილებას, აგრეთვე, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარჩელების წარდგენის შესაძლებლობას. დამატებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას სააპელაციო სასამართლოს მიერ არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის წესში.

შეხვედრის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს და სასამართლოს პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, დააფიქსირეს თავიანთი ხედვები დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს: უზენაესი სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეებმა, პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, მარიამ მეღვინეთუხუცესმა და ინვესტორთა საბჭოს იურისტმა, გიორგი ჯუღელმა.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi