25 ოქტომბერს სამოქალაქო მართლმსაჯულების...

gsdgs

25 ოქტომბერს სამოქალაქო მართლმსაჯულების ევროპული დღე აღინიშნება

გამოქვეყნებულია: 25/10/2016

25 ოქტომბერი - ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ინიციატივით მთელი ევროპის მასშტაბით,  სიმბოლურად სამოქალაქო მართლმსაჯულების ევროპულ დღედ აღინიშნება. მისი მიზანია წაახალისოს მართლმსაჯულებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის მიზნით, სასამართლო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს აქტიურად ჩაერთონ მართლმსაჯულების განვითარების კუთხით დაგეგმილ სხვადასხვა შეხვედრებსა თუ აქტივობებში.

საერთო სასამართლოების სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამართლებრივი შეგნების განვითარებისა და პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვაში ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის რეგულარულად იმართება საგანმანათლებლო ტურები. მომავალ იურისტებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ უზენაესი სასამართლოს შენობაში მოაწყონ იმიტირებული სასამართლო პროცესები.

მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირებულობის ზრდა წარმოადგენს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2024

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi